Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მზიურის ტერიტორიაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს
ambebi.ge
19 May 2017, 22:20
"მზიურის" ტერიტორიაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქის მიერ შესული შეტყობინება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, არ დადასტურდა.

სამართალდამცველები "მზიურში" დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. უსაფრთხოების გამო "მზიურში" მდებარე ერთ-ერთი შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. მოქალაქის ზარი იმ დროს შევიდა, როცა "მზიურში" ფილმ "პრაიდის" კინოჩვენება მიმდინარეობდა. "მზიურში" კინოჩვენებას იქ შეკრებილი სასულიერო პირები და მრევლი აპროტესტებდა. მათი თქმით, ფილმი ლგბტ თემის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, რაც მათივე განცხადებით, დაუშვებელია.

ფილმის ჩვენებაზე მყოფი ხალხის ევაკუაცია "მზიურის" ქვედა ტერიტორიიდან განხორციელდა, ხოლო აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა "მზიურის" ცენტრალური შესასვლელისკენ, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაიყვანეს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი